Thursday, November 21, 2013

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: ძველი თბილისი



პროექტის მთავარი იდეა (თემა): ძველი თბილისის ხედებისა  და ღირსშესანიშნავი ისტორიული ადგილების გაცნობა.

პროექტის აქტუალობა: საკლასო ოთახში, სადაც ღონისძიება უნდა ჩატარდეს მოეწყობა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა თემაზე: ,,მე მიყვარს ჩემი თბილისი“.   წამყვანი მოსწავლე აუდიტორიას აცნობს ძველი თბილისისათვის დამახასიათებელ სურათებს (ისმის არღანის ხმა, კინტოების შეძახილი, ბაზრის ხმაური. ფრაგმენტი კინოფილმიდან ,,რაც გინახავს, ვეღარ ნახავ.“)  წამყვანი  დამსწრე აუდიტორიას სთავაზობს ,,მოგზაურობას ძველ თბილისში“ . აქვე შეგვიძლია მოსწავლეთა ნამუშევრებით გავაცოცხლოთ თბილისის პეიზაჟები.  აქვე შეიძლება მოსწავლეებს ვუჩვენოთ ფიროსმანის, ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის ირაკლი ოჩიაურის მიერ შესრულებული ნახატები.



პროექტის მიზნები: სრული ინფორმაციის მოძიება ძველი თბილისის ისტორიულ წარსულზე.  მოსწავლეები ეცნობიან რუბრიკით ,,ეს საინტერესოა!“ მოცემულ ინფორმაციას, რომელიც ეხება ქალაქის ძველი უბნების გამორჩეულ იერსა და ამ უბნების შენარჩუნებისა და აღდგენის აუცილებლობას.   ვთხოვ მოსწავლეებს გაეცნონ  რუბრიკით ,,იმსჯელეთ, იკამათეთ“ მიცემულ კითხვებს და იმსჯელონ მათ ირგვლივ . გამოთქვამენ მოსაზრებას ქალაქის ძველ უბნებზე , აღნიშნავენ,თუ რატომ არის  უცხოელი ტურისტებისათვის განსაკუთრებით საინტერესო ამ უბნების  დათვალიერება, რათა წარმოდგენა  შეექმნათ საქართველოს კულტურასა და ხელოვნებაზე. ( პროექტში მონაწილე ბავშვები იყოფიან ჯგუფებად . პირველი ჯგუფი ხატავს თბილისის ძველ ქუჩებს აივნიანი სახლების ხედებს, ეკლესია- ტაძრებს და მუყაოს  დიდ  ქარალდზე  აწებებენ მათმიერ შესრულებულ ნამუშევრებს  ისე რომ ღებულობენ დასრულებულ კომპოზიციას ,,ძველი თბილისი“  მეორე ჯგუფი  ღონისძიებისთვის მოიძიებენ  სურათებს ქართველი მხატვრების შემოქმედებიდან.



მონაწილეთა ასაკი: 12- 13  წელი.

ვადები/ ხანგრძლივობა   1-2 კვირა

მოსალოდნელი  შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები  შეასრულებენ პეიზაჟებს გამოთქვამენ აზრს იმასთან დაკავშირებით თუ რა დანიშნულება აქვს  ამგვარ  ნამუშევარს. ამასთანავე ეცნობიან  ქართველ მხატვართა შემოქმედებას და მიიღებენ ინფორმაციას თბილისის წარსულის შესახებ.



პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, სხვადასხვა სახელმძღვანელო, გუაში, აკვარელი,  ფუნჯები, ფერადი ფანქრები, წებო.)

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):

აქტივობა 1.თემის შერჩევა და  შესაბამისი შეკითხვების  ჩამოყალიბება . თემას  ვირჩევთ შეთანხმებით.

აქტივობა  2.  ჩამოვაყალიბებთ საპროექტო ჯგუფს.  ჯგუფი გაიყოფა ორად  . გავანაწილებთ  დავალებებს  და სამუშაო დღეებს. შედგა სამუშაო გეგმა.

აქტივობა 3.  პირველი ჯგუფის მიერ მოძიებული იქნა  ისტორია ძველი თბილისის შესახებ. ისტორიიის მასწავლებლის დახმარებით გაეცნობიან მასალებს.

    მეორე ჯგუფმა მოიძია   ნახატები  ფიროსმანის, ლ.გუდიაშვილის, ე. ახვლედიანის ალბომებიდან და გააკეთეს საგამოფენო პანო. მოეწყო ბავშვთა ნახატების გამოფენა.
 პროექტის პრეზენტაცია: მოსწავლეებმა დამსწრე  აუდიტორიას წარუდგინა მე- 20 საუკუნის მხატვრების ნამუშევრები ძველ თბილისზე. ისაუბრეს მხატვრების შემოქმედებაზე, გამოთქვენ აზრი იმასთან დაკავშირებით თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მომავალი თაობებისათვის ძველი თბილისის  იერ -სახის შენარჩუნებას.

  პროექტის შემაჯამებელი შეფასება: შეფასება მოხდა მოსწავლეების მიერ ანგარიშის სახით და  ჩემს მიერ შეფასების სქემის მიხედვით

კრიტერიუმები
მაღალი
კარგი
საშუალო
დაბალი
ჯგუფური თანამშრომლობა
აქტიურად თანამშრომლობს ჯგუფის ყველა წევრთან
ჯგუფის წევრებთან აქვს კარგი ურთიერთობა
ნაწილობბრივ თანამშრომლობს ჯგუფთან
არ თანამშრომლობს ჯგუფთან
ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება
ინფორმაციას მოიძიებს სწრაფად და სრულყოფილად
ინფორმაციას მოიძიებს სრულყოფილად
სრულყოფილად ვერ ახდენს მასალების მოძიებას
ვერ მოიძიებს მასალებს
ზეპირი პრეზენტაცია
ზეპირ პრეზენტაციას ახდენს მკაფიოდ
პრეზენტაციას აკეთებს კარგად
პრეზენტაციის გაკეთება უჭირს
ვერ აკეთებს პრეზენტაციას



საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ხელოვნება

ს.გ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია შემოქმედებითად გამოიყენს სახვითი  ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად ნამუშევრის შექმნისას.

ს.გ.VIII.12.   მოსწავლე ეცნობა ქართულ ხელოვნებას და ხელოვნების მოღვაწეებს.

პროექტის ხელმძღვანელი:  მადონა ქილიფთარი.


ხელმძღვანელის ელ-ფოსტაqiliftarimadona@gmail.com